თუ “ჰამასი,” შეთანხმების თანახმად, სამ დღეში მძევლებს არ გაათავისუფლებს, ისრაელი ღაზის სექტორში საომარ მოქმედებებს განაახლებს და ის უფრო ინტენსიური იქნება, – ამბობენ თელ-ავივში და მოვლენათა შესაძლო განვითარებისთვის ემზადებიან. უკვე გამოძახებული არიან რეზერვისტები.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, რომელიც 19 იანვრიდან მოქმედებს, “ჰამასი” დათანხმდა, რომ შაბათს 3 მძევალს გაათავისუფლებდა, თუმცა დაჯგუფებამ უკვე განაცხადა, რომ აჩერებს მძევლების გადაცემას, რადგან, მათი მტკიცებით, ისრაელმა შეთანხმების პირობები დაარღვია.
პარალელურად, შუამავლები – ეგვიპტე და კატარი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესანარჩუნებლად დიპლომატიურ ძალისხმევას აძლიერებენ.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. თუ “ჰამასი” 3 დღეში მძევლებს არ გაათავისუფლებს, ისრაელი ღაზაში საომარ მოქმედებებს განაახლებს – თელ-ავივში მოვლენათა შესაძლო განვითარებისთვის ემზადებიან [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98-3-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%ab%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1/
sheniekimi.ge/ambebi
