SpaceX-ი კოსმოსში ჩარჩენილ ასტრონავტებს სახლში დაგეგმილ დროზე ადრე დააბრუნებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ი, რომლის ბორტზეც ოთხი ასტრონავტი იქნება, სამაშველო მისიის შესასრულებლად 12 მარტს გაეშურება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს მხოლოდ მარტის ბოლოსთვის იქნებოდა შესაძლებელი.

მისია Crew-10-ის ბორტზე ოთხი ასტრონავტი იქნება – ამერიკელი კოსმონავტები ენ მაკლეინი და ნიკოლ აიერსი, იაპონელი ასტრონავტი ტაკუია ონისი და რუსი ასტრონავტი კირილ პესკოვი.

მას შემდეგ, რაც Crew-10 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიაღწევს, Crew-9-ზე მყოფი ამერიკელი ასტრონავტები სუნიტა უილიამსი და ბარი უილმორი სახლში დაბრუნებას შეძლებენ.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ვიდეო ჩართვის დროს, სუნიტა უილიამსმა აღნიშნა, რომ მას დაავიწყდა სიარული, ჯდომა და წოლა.

- Advertisement -
Ad imageAd image

„მე აქ უკვე დიდი ხანია ვარ. ახლა ვცდილობ გავიხსენო როგორია, როდესაც ფეხით დადიხარ. მე დიდი ხანია არ მივლია ფეხით, არ დავმჯდარვარ, არც კი დავწოლილვარ“, – განაცხადა უილიამსმა.

უილიამსი და უილმორი ორბიტაზე 5 ივნისს გაემგზავრნენ. მათი მისია მხოლოდ 8 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ხომალდის ტექნიკური პრობლემების გამო ისინი დედამიწაზე ვეღარ დაბრუნდნენ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სთხოვა ილონ მასკსა და SpaceX-ს, კოსმოსიდან ჩამოიყვანონ NASA-ს 2 ასტრონავტი, რომლებიც “ბაიდენის ადმინისტრაციამ კოსმოსში მიატოვა”.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). SpaceX-ი კოსმოსში ჩარჩენილ ასტრონავტებს სახლში დაგეგმილ დროზე ადრე დააბრუნებს. 13 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/spacex-ი-კოსმოსში-ჩარჩენილ-ასტრ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi