შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაძლიერმა ქარმა ქალაქ ახმეტაში ინფრასტრუქტურა დააზიანა, რამდენიმე კერძო სახლსა და კომერციულ ფართს...

ძლიერმა ქარმა ქალაქ ახმეტაში ინფრასტრუქტურა დააზიანა, რამდენიმე კერძო სახლსა და კომერციულ ფართს მთლიანად მოხადა სახურავი

ძლიერმა ქარმა ქალაქ ახმეტაში ინფრასტრუქტურა დააზიანა, რამდენიმე კერძო სახლსა და კომერციულ ფართს მთლიანად მოხადა სახურავი.

ქარიშხალმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და ჩახერგა საავტომობილო გზები. სტიქიის შედეგად, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საყრდენები.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და მერიის შესაბამისი სამსახურები, იწმინდებოდა გზა.

ასევე ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, თელავში დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი. მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია.

  „მიყვარხარ, ძალიან დამაკლდები! შეხვედრამდე“ - ზურა ხაჩიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი