აშშ-ში, ძლიერი ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, 9 ადამიანი კენტუკის, ერთი კი ჯორჯიას შტატში დაიღუპა.
ქარიშხლის შედეგად, დატბორილია გზები და საცხოვრებელი სახლები. მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
კენტუკის გუბერნატორის განცხადებით, მაშველები სამძებრო-სამაშველო ფაზაში არიან და, 24 საათზე ნაკლებ დროში, 1000-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს.
გუბერნატორმა ენდი ბეშირმა ქარიშხალი აღწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სტიქიური მოვლენა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში უნახავთ.
ქარიშხალმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენატენესის, კენტუკისა და ვირჯინიის შტატებს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ძლიერი ქარიშხალი და წყალდიდობა აშშ-ში – დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი. 17 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ძლიერი-ქარიშხალი-და-წყალ/

