მტვრის ნარინჯისფერმა ნისლმა საბერძნეთის დედაქალაქი დაფარა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საბერძნეთის დედაქალაქი საჰარის უდაბნოდან წამოსულმა მტვრის ნარინჯისფერმა ნისლმა დაფარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

უდაბნოს მტვრის ანალოგიურმა ღრუბელმა ათენი მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისშიც დაფარა. ის ასევე დაფიქსირდა შვეიცარიაში და სამხრეთ საფრანგეთში.

მტვრის გამო გაუარესებულია ჰაერის ხარისხი. დღეს დილიდან შეუძლებელი იყო აკროპოლისის დანახვა. ღრუბელი ქვეყნის ჩრდილოეთითაც გავრცელდა და სალონიკამდეც მიაღწია. ხელისუფლებამ მოუწოდა მოქალაქეებს, რომელთაც რესპირატორული დაავადებები აქვთ, სახლებიდან გასვლას მოერიდონ და ატარონ პირბადე, ვიდრე ღრუბელი არ დაიშლება.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). მტვრის ნარინჯისფერმა ნისლმა საბერძნეთის დედაქალაქი დაფარა. 24 აპრილი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მტვრის-ნარინჯისფერმა-ნის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi