ირანის ხელისუფლებამ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია დაადასტურა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი ​28 თებერვლის დილას, აშშ-სა და ისრაელის მიერ მიტანილი დარტყმების შედეგად თავის რეზიდენციაში დაიღუპა, – იტყობინება ირანული სააგენტო Fars, რომელსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მართავს.

სააგენტოს ცნობით, დარტყმის შედეგად დაიღუპნენ ალი ხამენეის ქალიშვილი, სიძე, შვილიშვილი და ერთ-ერთი რძალი.

ალი ხამენეის რეზიდენცია თეირანში განადგურებულია აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად, რაც გამოქვეყნებული სატელიტური სურათებიდან ჩანს.

როგორც სააგენტო IRNA იტყობინება, უზენაესი ლიდერის დაღუპვის შემდეგ ირანს დროებით უხელმძღვანელებენ პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და კონსტიტუციის მცველთა საბჭოს ერთი წევრი.

მანამდე, ალი ხამენეის სიკვდილის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ირანის ხელისუფლებამ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია დაადასტურა. 1 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ირანის-ხელისუფლებამ-აიათ/

  280 კილოგრამიანი მამაკაცის სახლიდან გამოსაყვანად მაშველებმა სახლის კედელი გაანგრიეს და ამწე გამოიყენეს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi