ზელენსკის თქმით, უკრაინამ ომში 46 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

უკრაინას რუსეთთან ომში 2022 წლიდან დღემდე 46 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაეღუპა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუს დროს.

„ჩვენ დავაფიქსირეთ დანაკარგები: 46 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. აგრეთვე, დღეს ჩვენ გვყავს ათეულობით ათასი უგზო-უკვლოდ დაკარგული და ტყვედ ჩავარდნილი. გადაჭრით ამის თქმა არ შეიძლება, ვინაიდან დაკარგულები, შესაძლოა, გარდაცვლილები ან ტყვედ ჩავარდნილები იყვნენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან აგრეთვე დასძინა, რომ დაახლოებით 380 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი ფრონტზე დაიჭრა. ზელენსკის თქმით, 19,5 ათასი უკრაინელი ბავშვი რუსების მიერ გადაყვანილია რუსეთში.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი სამოქალაქო პირი დაიღუპა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე.

- Advertisement -
Ad imageAd image

„დეოკუპირებულ ქალაქებში ჩვენ აღმოვაჩინეთ მასობრივი სამარხები. ისინი [რუსები] მასობრივ დახვრეტას და წამებას ეწეოდნენ ქალაქებში, სადაც მოსახლეობა რამდენიმე ათასს აღწევდა. ერთ-ერთ სამარხში, სადაც რუსული ოკუპაცია იყო, ჩვენ 500 ნეშტი აღმოვაჩინეთ“, – აღნიშნა მან.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ზელენსკის თქმით, უკრაინამ ომში 46 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. 17 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ზელენსკის-თქმით-უკრაინა/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T01:16:49+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi