პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესიცნობილია ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნა - რას გეგმავს მთავრობა?

ცნობილია ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნა – რას გეგმავს მთავრობა?

დოკუმენტი ასახავს ბაზრის სრულ შესწავლას. ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა სურსათში. მაღალი ხარჯები გვაქვს დისტრიბუციისა და ლოგისტიკის ნაწილში, – განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე შოთა ბერეკაშვილმა.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დასკვნაში აღნიშნულია ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ფასნამატს იწვევს. ასევე, დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებსაც, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება.

„ეს არის სამი მიმართულება და თითოეულ მიმართულებაში გაწერილია თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სისტემურად. ეს არის საშუალოვადიანი სტრუქტურული ცვლილებები, გრძელვადიანი სტრატეგია და მოკლევადიანი ინტერვენცია, რომ მომხმარებელმა ფასებზე შემცირება იგრძნოს. დასკვნა მოცულობითია, 104 გვერდი არის და იქ არის კონკრეტული მაგალითები მითითებული ევროკავშირის გამოცდილებიდან, კონკრეტული ქვეყნებიდან, თუ რა მექანიზმებს მიმართეს. ამ შემთხვევაში საუბარია მსუბუქ ინტერვენციაზე, რომელიც დაფუძნებულია ბაზრის საქციელიდან, კონკურენციის გაჯანსაღებიდან, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ კონკრეტული მიმართულებით უფრო მეტი კონკურენციის ფარგლებში საუკეთესო ფასი მიიღოს მომხმარებელმა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტორში უნდა შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმები. ეს შესაძლებელია განახორციელოს კონკურენციის სააგენტომ. ბაზრის მთავარი პრობლემა არის ბაზრის სტრუქტურაში და საოპერაციო მოდელში, რომელშიც ის ფუნქციონირებს, სადაც იქმნება დამატებითი ხარჯები. დამატებითი ხარჯები იქმნება იმიტომ, რომ კომერციული ურთიერთობა არის ასიმეტრიული, არასამართლიანი და სწორედ არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის ფარგლებში შესაძლებელია ამის გასწორება. ამას დასჭირდება დრო, შესაძლებელია დასჭირდეს შესაბამისი კანონი.

დოკუმენტი ასახავს ბაზრის სრულ შესწავლას, ასევე, მოიცავს ფასწარმოქმნის ზუსტ შესწავლას. საბოლოო ჯამში ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს და პრაქტიკებს. ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა სურსათში. ჩვენ ამას კომპლექსურად ვუყურებთ იმიტომ, რომ საბოლოოდ ფასი, რომელსაც მომხმარებელი იღებს არის ამ სამი კომპონენტის ჯამი და ამათ ურთიერთობებში არსებობს ასიმეტრია, რომელიც უნდა გასწორდეს. ამათ ურთიერთობების ბიზნესმოდელი ქმნის დამატებით ხარჯებს. მაღალი ხარჯები გვაქვს დისტრიბუციისა და ლოგისტიკის ნაწილში. ეს ქმნის განსაკუთრებულ მაღალ ხარჯებს. აქ განსაკუთრებული რეკომენდაციები იქნება დასკვნაში, რადგან მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, ეს თავის მხრივ შეამცირებს ხარჯებს და საბოლოო ჯამში ეს აისახება პროდუქტის თვითღირებულების, შესაბამისად, სარეალიზაციო ფასის შემცირებაში“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ფა­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა შოთა ბე­რე­კაშ­ვილ­მა კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, დას­კვნის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და:

„არ­სე­ბობს არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ვაჭ­რო­ბის პრაქ­ტი­კის დი­რექ­ტი­ვა, რო­მე­ლიც არის ევ­რო­კავ­ში­რის დი­რექ­ტი­ვა – დი­რექ­ტი­ვის ფარ­გლებ­ში შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი უნდა შე­მო­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში, პარ­ლა­მენ­ტმა იმუ­შა­ოს და შექ­მნას ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო ამ სექ­ტორ­ში მო­თა­მა­შე კომ­პა­ნი­ებს შო­რის “.

  • მი­სი­ვე თქმით, ის რაც არას­წო­რად კეთ­დე­ბო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთ დღე­ში ვერ გას­წორ­დე­ბა და „ერთ დღე­ში მისი გას­წო­რე­ბა სა­ში­ში­ცაა”.
  წელს, აბიტურიენტების რეგისტრაცია გვიან გამოცხადდება

“არ­სე­ბობს ასე­თი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ვაჭ­რო­ბის პრაქ­ტი­კის დი­რექ­ტი­ვა, რო­მე­ლიც არის ევ­რო­კავ­ში­რის დი­რექ­ტი­ვა და ამ დი­რექ­ტი­ვის ფარ­გლებ­ში არა­ერ­თი მსგავ­სი ცვლი­ლე­ბა და­ი­ნერ­გა სტრუქ­ტუ­რუ­ლად, რომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ასი­მეტ­რია, რაც არ­სე­ბობს ბა­ზარ­ზე მო­თა­მა­შე­ებს შო­რის, გას­წო­რე­ბუ­ლი­ყო და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გამ­ხდა­რი­ყო სა­მარ­თლი­ა­ნი, გამჭვირ­ვა­ლე და ეფექ­ტუ­რი. ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია არის, რომ ამ დი­რექ­ტი­ვის ფარ­გლებ­ში შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი უნდა შე­მო­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში, პარ­ლა­მენ­ტმა იმუ­შა­ოს და შექ­მნას ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო ამ სექ­ტორ­ში მო­თა­მა­შე კომ­პა­ნი­ებს შო­რის. ეს არის სა­შუ­ა­ლო ვა­დი­ა­ნი პე­რი­ო­დი. სექ­ტო­რი არის ძა­ლი­ან დიდი, ის შე­ად­გენს ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის 21%-ს და რა­ი­მე აგ­რე­სი­უ­ლი ტი­პის ჩა­რე­ვა ქმნის სის­ტე­მურ რის­კებს. სის­ტე­მუ­რი რის­კე­ბი კი გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კა­ზე.

აქ მიდ­გო­მა უნდა იყოს ძა­ლი­ან წერ­ტი­ლო­ვა­ნი და დე­ტა­ლებ­ში გა­წე­რი­ლი. სწო­რედ არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ვაჭ­რო­ბის პრაქ­ტი­კის დი­რექ­ტი­ვის ნა­წილ­ში უნდა მოხ­დეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე ამ დო­კუ­მენ­ტის და­მუ­შა­ვე­ბა. დო­კუ­მენ­ტის და­მუ­შა­ვე­ბას ალ­ბათ რა­ღაც პე­რი­ო­დი დას­ჭირ­დე­ბა, ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია ესაა. თუმ­ცა იმპლე­მენ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დიც იქ­ნე­ბა, ეს რომ სის­ტე­მუ­რად გას­წორ­დეს.

ის რაც არას­წო­რად კეთ­დე­ბო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთ დღე­ში ვერ გას­წორ­დე­ბა, ერთ დღე­ში მისი გას­წო­რე­ბა სა­ში­ში­ცაა. იმი­ტომ, რომ სექ­ტორ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია შო­კი­რე­ბუ­ლი დარ­ტყმა მი­ი­ღოს და ამის შე­დე­გად მი­ვი­ღოთ არა ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა, არა­მედ ბა­ზარ­ზე შო­კუ­რი ფა­სე­ბი, რაც სის­ტე­მურ რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და აგ­რე­სი­უ­ლი ჩა­რე­ვა ჩვე­ნი მხრი­დან რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არაა. ჩემი აზ­რით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს 6-9 თვემ­დე დას­რულ­დეს და სის­ტე­მა გა­ჯან­საღ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და შოთა ბე­რე­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვის და­ვიწ­რო­ე­ბა გრძელ­ვა­დი­ან სტრა­ტე­გი­ა­ში უნდა გა­ი­წე­როს, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სის­ტე­მუ­რად, 8%-დან 9%-მდე შემ­ცი­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს მი­წო­დე­ბის ჯაჭვში.

“რე­კო­მენ­და­ცი­ის ფარ­გლებ­ში ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გია ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია იქ­ნე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, რომ გა­ი­წე­როს გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გია. ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ სტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მის გას­წო­რე­ბა­ზე და მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მდგო­მა­რე­ობს მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვის არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბა­ში და ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვი არის გრძე­ლი და სიგ­რძი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის თი­თო­ე­ულ რგოლ­ში ქმნის და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებს, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვის შემ­ცი­რე­ბა. ეს ნიშ­ნავს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლურ და­ახ­ლო­ე­ბას მწარ­მო­ე­ბელ­სა და სა­ცა­ლო ქსე­ლებს შო­რის, რომ არ იყოს შუ­ა­ლე­დუ­რი რგო­ლე­ბი და ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ­პორ­ტი­ორ­სა და მწარ­მო­ე­ბელს შო­რის. ამ ნა­წილ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ენი­ჭე­ბა ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი დის­ტრი­ბუ­ცი­ის ცენ­ტრე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

  „გოგას ჯავშანჟილეტი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის მიუცია“ – ამბავი აგვისტოს ომის გმირზე

ეს პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია, თუმ­ცა ეს პრო­ცე­სი ერ­თდღი­ა­ნი არ არის და ეს პრო­ცე­სი გუ­ლის­ხმობს, რომ უნდა შე­იქ­მნას ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი დის­ტრი­ბუ­ცი­ის ცენ­ტრე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­გი­ო­ნე­ბის­თვის და რე­გი­ონ­ში მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის წარ­მო­ე­ბის­თვის, რად­გან ასე­თი ლო­ჯის­ტი­კუ­რი ცენ­ტრე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბებს, მცი­რე და სა­ცა­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ მათ მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია აღ­ნიშ­ნულ ლო­ჯის­ტი­კურ ცენ­ტრებ­ში უფრო მარ­ტი­ვად ჩა­ა­ბა­რონ, კო­მერ­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის გა­რე­შე ჩა­ა­ბა­რონ და უკვე ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მი­დან მოხ­დე­ბა მათი დის­ტრი­ბუ­ცია ქსე­ლებ­ში, სა­ცა­ლო მა­ღა­ზი­ებ­სა თუ ბაზ­რო­ბებ­ზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სის­ტე­მუ­რად 8%-დან 9%-მდე შემ­ცი­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს მი­წო­დე­ბის ჯაჭვში. ეს არის ძა­ლი­ან სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა და ამას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს.“- გა­ნა­ცხა­და ბე­რე­კაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი დას­კვნა სტრა­ტე­გი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს ეფუძ­ნე­ბა.

„დას­კვნა სამ მი­მარ­თუ­ლე­ბას ეფუძ­ნე­ბა. პირ­ვე­ლი, ეს არის სის­ტე­მუ­რი გარ­დაქ­მნა, რო­მე­ლიც არის სა­შუ­ა­ლო ვა­დი­ა­ნი პე­რი­ო­დი, 6-თვი­დან 9-თვემ­დე და ეს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა არა­ჯან­სა­ღი ვაჭ­რო­ბის პრაქ­ტი­კის დი­რექ­ტი­ვა­ზე, სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კებ­ზე. დას­კვნა­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­დე­ლე­ბია მოყ­ვა­ნი­ლი – ეს­ტო­ნე­თი, ლი­ე­ტუ­ვა, ლატ­ვია, ეს­პა­ნე­თის, ჰო­ლან­დი­ის.

დას­კვნა ზო­გად სტრა­ტე­გი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს ეფუძ­ნე­ბა, რად­გან ეს გა­ეგ­ზავ­ნე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და იქ უფრო დე­ტა­ლუ­რად და­მუ­შავ­დე­ბა.

გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გია ლო­ჯის­ტი­კუ­რი ჯაჭ­ვის შემ­ცი­რე­ბა­სა და და­მოკ­ლე­ბას მო­ი­ცავს, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­სა და კერ­ძო ეტი­კე­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

4 ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა არის აღე­ბუ­ლი და თუ კი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის, აქე­დან ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აა – უფრო რბი­ლი ჩა­რე­ვა, ვიდ­რე აგ­რე­სი­უ­ლი ჩა­რე­ვა და ფა­სე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა, რად­გან ეს შექ­მნის უფრო მეტ პრობ­ლე­მას, ვიდ­რე სი­კე­თე­ებს“,- გა­ნა­ცხა­და შოთა ბე­რე­კაშ­ვილ­მა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.