“ლიბრე” სასურსათო სივრცეში კატის ყოფნის გამო დაჯარიმდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ “ლიბ­რე” დარ­ღვე­ვე­ბის გამო და­ა­ჯა­რი­მა. ინფორმაციას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავრცელებს.

  • სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც სა­სურ­სა­თო სივ­რცე­ში კა­ტის არ­სე­ბო­ბას შე­ე­ხე­ბო­და, „ლიბ­რე­ში“ არა­გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, შე­დე­გად ობი­ექ­ტზე და­ფიქ­სირ­და კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის გან­მე­ო­რე­ბის ფაქ­ტი, ასე­ვე ვა­და­გა­სუ­ლი სურ­სა­თის რე­ა­ლი­ზა­ცია, რის გა­მოც შე­უ­ჩერ­და კონ­კრე­ტუ­ლი სა­წარ­მოო პრო­ცე­სი და ვა­და­გა­სუ­ლი სურ­სა­თი და­ი­ლუ­ქა.

“სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ( ცხო­ვე­ლის, კა­ტის არ­სე­ბო­ბა სა­სურ­სა­თო სივ­რცე­ში), სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი (არა­გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა) გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ს/ს „ნი­კო­რა ტრე­იდ­ში“ („ლიბ­რე“, ს/კ 206255808 მის: ქ. თბი­ლი­სი, რუს­თა­ვის გზატ­კე­ცი­ლი 19). ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას ობი­ექ­ტზე და­ფიქ­სირ­და კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის გან­მე­ო­რე­ბის ფაქ­ტი, ასე­ვე ვა­და­გა­სუ­ლი სურ­სა­თის რე­ა­ლი­ზა­ცია, რის გა­მოც ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი და­ჯა­რიმ­და 5000 ლა­რით და შე­უ­ჩერ­და კონ­კრე­ტუ­ლი სა­წარ­მოო პრო­ცე­სი. ვა­და­გა­სუ­ლი სურ­სა­თი და­ი­ლუ­ქა და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით გა­ნად­გურ­დე­ბა.

სა­ა­გენ­ტო მო­უ­წო­დებს მომ­ხმა­რე­ბელს, სურ­სა­თის შე­ძე­ნი­სას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს ეტი­კეტს, სურ­სა­თის შე­ნახ­ვი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებს და ნე­ბის­მი­ე­რი დარ­ღვე­ვის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, აც­ნო­ბოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზს – 1501.

არ­ცერ­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ბა“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). “ლიბრე” სასურსათო სივრცეში კატის ყოფნის გამო დაჯარიმდა. 15 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ლიბრე-სასურსათო-სივრცეშ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi