სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის გადამამუშავებელ არალეგალურ საწარმო ,,შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო შპს ,,შაჰ ქათამი“ (მის: ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 205) გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის გადამამუშავებელ არალეგალურ საწარმო ,,შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერა. 1 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სურსათის-ეროვნულმა-სააგ-26/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi