ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსცნობილია მეტროში დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა

ცნობილია მეტროში დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა

მეტროში დაღუპული ახალგაზრდა ლაშა ამირეზაშვილია. ის ადრე ფოტოგრაფი იყო.

30 წლის ბიჭი გუშინ მეტროში ჩააგდეს, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

„საცოდავი ბიჭი, წამებში გამოასალმა სიცოცხლეს… მატარებელი შემოდიოდა ბაქანზე, როდესაც მოულოდნელად ეცა და ხელი ჰკრა“.

„საზარელი ამბავი მოხდა, ასეთ სიკვდილს არავის ვუსურვებ. თვალებიდან არ ამომდის ეს საშინელება“, – წერენ თვითმხილველები.

ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული, ახალგაზრდა კაცი, ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი