მიკროავტობუსით მგზავრობისას არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა – შსს-მ მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1980 წელს დაბადებული ს.ს. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიკროავტობუსით მგზავრობისას, 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

“ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ს.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). მიკროავტობუსით მგზავრობისას არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა – შსს-მ მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა. 25 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მიკროავტობუსით-მგზავრობ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi