“ძლიერი თოვა, ქარბუქი, შტორმი” – ამინდი მკვეთრად იცვლება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.

„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო)“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). “ძლიერი თოვა, ქარბუქი, შტორმი” – ამინდი მკვეთრად იცვლება. 11 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ძლიერი-თოვა-ქარბუქი-შტო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi