1-ლი აგვისტოდან მოქალაქეთა ნაწილი 750 ათასამდე ლარის სესხს უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებს
1-ლი აგვისტოდან შედის ძალაში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 750 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. ასე რომ, აღნიშნული პირები უცხოურ ვალუტაში სესხს ვეღარ აიღებენ.
ცნობისთვის, 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში, 2025 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა, ბოლო ცვლილებებით კი მაქსიმალური ზღვარი 750 ათას ლარამდე იზრდება.
თბილისში საათობრივი პარკინგი დამატებით რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება
1-ლი აგვისტოდან თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებითი საპარკინგე ადგილები გამოიყოფა. კერძოდ, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის დასახლების, დიდი დიღმის, ბაგების დასახლების კონკრეტულ მისამართებსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე.
„მთაწმინდის რაიონში სულ 596 პარკირების ადგილია განსაზღვრული. ზონალურ-საათობრივი პარკირება მოიცავს შემდეგ ქუჩებს: მიტროფანე ლაღიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, პავლე ინგოროყვას, შიო ჩიტაძის, ვუკოლ ბერიძის, ზურაბ ჟვანიას, ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, მთაწმინდის, დანიელ ჭონქაძის, ძმები კაკაბაძეებისა და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩებს.
ვაზისუბანში 160 საპარკინგე ადგილი მოეწყობა ოსიპ მანდელშტამისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩებზე; დიდ დიღომში 324 საპარკინგე ადგილი გამოიყოფა ფარნავაზ მეფის გამზირზე, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე (ფარნავაზ მეფის გადაკვეთის მიმდებარედ) და პეტრე იბერის ქუჩაზე; ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 160 ადგილი იქნება, ხოლო ბაგებში – ზურაბ საკანდელიძის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე 100 ადგილი გამოიყოფა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ: სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს.. უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა“ – ნანკა კალატოზიშვილი
4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ
დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთGreentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება
ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi