მეცნიერებმა გამოავლინეს ვაქცინები, რომლებიც დემენციისგან გვიცავს

ავტორი SheniAmbebi.ge
3 წუთიანი წაკითხვა

რამდენიმე გავრცელებული ვაქცინა კოგნიტიური უნარების დაქვეითებისგან გვიცავს. ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუ როგორ შეუძლია მედიკამენტს ასეთი ეფექტის გამოწვევა, მაგრამ მეცნიერები აქტიურად სწავლობენ ამ მექანიზმს. ორი ტიპის ვაქცინაზე ჩატარებული ახალი კვლევა მნიშვნელოვან მინიშნებებს გვაძლევს და შესაძლოა, ამ საიდუმლოს ამოხსნაშიც დაგვეხმაროს.

ასევე ნახეთ: დემენცია, ინსულტი და დეპრესია – დაავადებები, რომელთა დიდი ნაწილი თავიდან აცილებადია! – რას წერს გიორგი ფხაკაძე

მასშტაბური კვლევის მიხედვით, შესაძლოა ჰერპესისა და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინები დემენციისგან გვიცავდეს. ამ კვლევაში 130 ათასამდე აშშ-ის მოქალაქე მონაწილეობდა. მსგავსი შედეგი გრიპის ვაქცინის შემთხვევაშიც დაფიქსირდა, მაგრამ ეს ორი ვაქცინა დემენციის წინააღმდეგ გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა.

ხანდაზმულებისთვის ორივე ვაქცინის გაკეთება რეკომენდებულია და ორივე მათგანი AS01 ადიუვანტს შეიცავს. ადიუვანტი დამხმარე ნივთიერებაა, რომელსაც ვაქცინებს იმუნური სისტემის სტიმულაციისთვის უმატებენ.

- Advertisement -
Ad imageAd image

იმის გამო, რომ დემენციასთან კავშირი ვაქცინის გაკეთებიდან მალევე გამოიკვეთა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ეფექტის მიზეზი უბრალოდ ვირუსისგან დაცვა იყოს. როგორც ჩანს, ვაქცინამ დამოუკიდებლად, იმუნური სისტემის გავლით დემენციის რისკის შემცირება შეძლო.

გრიპის ვაქცინასთან შედარებით, ჰერპესის ვაქცინამ დემენციის რისკი 18%-ით, ხოლო RSV ვაქცინამ 29%-ით შეამცირა. რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებმაც ორივე ვაქცინა გაიკეთეს, ამ შემთხვევაში კოგნიტიური უნარების დაქვეითების რისკმა 37%-ით დაიკლო.

„აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი ვაქცინა დემენციისა და ზოგადად კოგნიტიური უნარების დაქვეითებისგან ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი მექანიზმებით გვიცავს”, – წერენ კვლევის ავტორები.

გამოდის, რომ გარკვეულმა ვაქცინებმა შესაძლოა დემენციისგან დაცვა იმუნურ სისტემაში მნიშვნელოვანი მექანიზმების ამოქმედების გზით შეძლოს. ეს დასკვნა ამყარებს ახლად გაჩენილ ჰიპოთეზას, რომ დემენცია სინამდვილეში არა ტვინის დაავადება, არამედ ტვინში არსებული იმუნური სისტემის მოშლილობაა. შესაძლოა, ვაქცინებს ამ სისტემის აღდგენა შეუძლია, მაშინაც კი, თუ კონკრეტული ვაქცინის სამიზნე ვირუსი არ შეგვეყრება.

- Advertisement -
Ad imageAd image

ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ რამდენიმე გავრცელებულ ვირუსთან კონტაქტმა შესაძლოა, მომავალში კოგნიტიური დაქვეითების რისკის ზრდა გამოიწვიოს. თუ ეს თეორია გამართლდა, მაშინ გამოდის, რომ ვაქცინებს ამ რისკის შემცირებაში ორმაგად დიდი მნიშვნელობა ჰქონია.

  სელმა ჰაიეკს არც ბოტოქსი სჭირდება და არც ფილერი

მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა ნივთიერება იწვევს ამ შედეგებს. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების აზრით, დემენციისგან დაცვას AS01 ადიუვანტი და RSV ვაქცინა უზრუნველყოფს. მათი თქმით, აუცილებელია ამ დამცავი ეფექტის გამომწვევი მექანიზმების შესწავლა და სამომავლოდ მათი სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება.

ვაქცინებმა უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. თუ გაგვიმართლებს და ვაქცინების ეფექტურობა კოგნიტიური დაავადებების მიმართაც დადასტურდება, მაშინ ეს მხოლოდ აისბერგის წვერი ყოფილა.

ასევე წაიკითხეთ:  სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს.. უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა“ – ნანკა კალატოზიშვილი

4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მეცნიერებმა გამოავლინეს ვაქცინები, რომლებიც დემენციისგან გვიცავს. 28 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მეცნიერებმა-გამოავლინეს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi