კასპში საცურაო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"resize":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, კასპის მუნიციპალტეტის მერთან, ვახტანგ მაისურაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კასპში, ახალი საცურაო კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

სიმონ გულედანი
შიდა ქართლის გუბერნატორი ადგილზე ეცნობა მიმდინარე სამუშაოებს

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალფუნქციური სპორტული სივრცის მოწყობა, რომელიც მოიცავს როგორც დიდ, ისე მცირე საცურაო აუზებს, სატრენაჟორო დარბაზს, 100 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას. საცურაო აუზი სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას ადგილობრივებისთვის.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტია. სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). კასპში საცურაო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. 28 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კასპში/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi