სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოვლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ფიზიკური პირი ვ. მ. (მის: გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი) კუსტარულად მოწყობილ შესაბოლ ობიექტზე, ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ხორცპროდუქტებს; გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
ხორცი და ხორცპროდუქტები მაღალი რისკის სურსათს განეკუთვნება და მათი კონტროლი სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. 27 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სურსათის-ეროვნულმა-სააგ-20/
