ვინ არის 34 წლის მამაკაცი, რომელმაც 16 ეკლესიის გაძარცვა მოახერხა – სკანდალური აღიარება

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

 ვინ არის 34 წლის მამაკაცი, რომელმაც 16 ეკლესია გაძარცვა

უჯარმაში, ავალიშვილების საყდრის სახელით ცნობილი ტაძარი ახლა წმინდა ნიკოლოზის სახელობისაა. 1755 წელს აგებული სალოცავი სერიული მძარცველის პირველი სამიზნე გახდა. ახალგაზრდა მამაკაცმა, წინასააღდგომო დღეებში, ჯერ ტაძრის კარი, შემდეგ კი შესაწირი ყუთი გატეხა და მორწმუნეების მიერ გაღებული თანხა მთლიანად გაიტაცა.

სოფელი უჯარმა დანაშაულის ერთადერთი ადგილი არ ყოფილა.

კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში 34 წლის მამაკაცმა, ერთდროულად, 16 ტაძარი გაქურდა. არა იპარო! – ეს ერთ-ერთია ათი მცნებიდან, რომელიც თითქმის ყველა ტაძარშია გამოკრული, თუმცა, როგორც ჩანს, სერიული მძარცველი დანაშაულის დროს ვერც ამ შეგონებამ დააბრკოლა.

მამაკაცი

- Advertisement -
Ad imageAd image

გომბორი, ახაშენი, მუკუზანი, ძირკოკი, კარდენახი, ანაგა, ვაქირი – ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც მძარცველმა სალოცავებში განთავსებული შესაწირი ყუთები დააცარიელა. წაღებულია ფული, ჯვრები, სხვადასხვა საეკლესიო ნივთი და ბიბლია.

დაკავებული კობა კობერიძე, დანაშაულის ყველა ეპიზოდს აღიარებს.

ბრალდებულის ადვოკატმა საქმეზე საუბარი არ ისურვა, პროკურორი კი ადასტურებს, რომ კობა კობერიძე, ტაძრების გაქურდვის მიზნით, კახეთში წინასწარი განზრახვით ჩავიდა და ოთხ მუნიციპალიტეტში არაერთი სალოცავი გაქურდა. ჩხრეკისას ამოღებულია როგორც თანხა, ისე საეკლესიო ნივთები.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში მდებარე იოანე ნათლისმცემლის ტაძარი სერიული მძარცველის ბოლო გაჩერებაა. აქ ეკლესიის ქურდობა კობა კობერიძისთვის წარუმატებლად დასრულდა – პოლიციამ მას დანაშაულის ადგილზე მიასწრო და ხელბორკილები პირდაპირ ტაძრის ტერიტორიაზე დაადო.

ბრალდებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, გამოძიება კი ტაძრებისთვის მიყენებულ ზარალს ითვლის.

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ვინ არის 34 წლის მამაკაცი, რომელმაც 16 ეკლესიის გაძარცვა მოახერხა – სკანდალური აღიარება. 28 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მამაკაცი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi