შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა იმ გამოსაცდელთა სია, რომლებისთვისაც 2026 წლის გამოცდების მიმდინარეობისას სპეციალური პირობები იქნება შექმნილი.
გამოსაცდელებს შეუძლიათ საგამოცდო ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით გადაამოწმონ, დაკმაყოფილდა თუ არა მათი მოთხოვნა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად 300-ზე მეტი აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფს სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნას. ამ მიზნით, ცენტრი ბეჭდავს ტესტებს ბრაილისა და გაზრდილი შრიფტით. ასევე გამოიყენება სპეციალური ხმოვანი პროგრამა, ეწყობა გამოსაცდელთა საჭიროებებზე მორგებული სივრცე, იზრდება საგამოცდო დრო და ხორციელდება სხვა მხარდამჭერი ღონისძიებები.
უცხოური ენის მოსმენის ნაწილისთვის ცენტრი აპლიკანტებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვან საგამოცდო პრაქტიკაში დანერგილ ალტერნატიულ შესაძლებლობებს. მათ შორისაა: წამკითხველის დახმარება (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით), ხმის გამაძლიერებელთან ახლოს განთავსება, ყურსასმენის გამოყენება, პირადი სმენის აპარატის გამოყენება და დამატებითი დროით სარგებლობა.
გამოსაცდელთა მოთხოვნებს ინდივიდუალურად განიხილავს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალითაა დაკომპლექტებული. გადაწყვეტილება მიიღება გამოსაცდელების მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.naec.ge/#/ge/post/3630
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს. 23 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შეფასებისა-და-გამოცდები-7/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi