პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 28 ივნისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 28 ივნისს

უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე – https://www.uefa.com/euro2024/ticketing/ იქნება შესაძლებელი.

ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე. ერთ მომხმარებელს ესპანეთისა და საქართველოს მატჩზე მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს 30 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს.

****

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პირველი მონაკვეთი – ვაზიანის შემოვლითი გზა ექსპლუატაციაში გასულ წელს შევიდა და ახალი გზის 4 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი. პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა. 2 მონაკვეთზე, რომელიც ჯამში, 31 კმ-ია, ვაზიანი-საგარეჯოსა და საგარეჯოს შემოვლით გზას მოიცავს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

****

თბილისის ახალი სტადიონის ბრიტანული სტილის იქნება, სტადიონი მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის მაქსიმალურ ემოციურ კავშირს უზრუნველყოფს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული წარმატებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ახალი სტადიონის პროექტს გამოუჩნდა კრიტიკოსები და მისთვის გასაკვირია, რომ ეს ადამიანები თავს სპორტის გულშემატკივრობაზე დებენ.

****

წარმატებით წარმოებდა სამუშაოები საზოგადოებრივი მომსახურების შემდგომი დახვეწის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს 11 იუსტიციის სახლის მშენებლობა და ამით ყველა მნიშვნელოვან პუნქტში დასრულდება იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი.

მანვე ყურადღება გაამახვილა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე აიზომა მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი და ამ სამუშაოების ნახევარი, სწორედ, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა.

  მეუფე შიო: რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს

****

თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში კრიპტოვალუტის გამოყენებას არეგულირებს და წესების დარღვევაზე ჯარიმებს აწესებს. ინფორმაციას საპარლამენტო ტელევიზია ავრცელებს.

ჯარიმა 7,5 ათასიდან 182,6 ათასამდე დოლარის გადახდას, ასევე, ფიზიკური პირებისთვის თავისუფლების სამიდან ხუთ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის: თურქეთში ამჟამად კრიპტოვალუტას, დაახლოებით, 12 მლნ ადამიანი ფლობს.

****

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები კვლავ შეძლებენ ავიაბილეთის სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძენას და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერული რეისებით, 30 ივნისს, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ გერმანიაში გამგზავრებას.

კერძოდ, აღნიშნავენ, რომ ფრენები განხორციელდება თბილისი – კიოლნი – თბილისის მიმართულებით. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერები შესრულდება 29 და 30 ივნისს, ხოლო 2 ივლისს ქართველი გულშემატკივრები შეძლებენ გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებას.

*****

,,ეკონომიკის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის დამაკავშირებელი – სატრანზიტო ფუნქციის განვითარება. ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა ამ კუთხით საკმაოდ დიდ შესაძლებლობებს იძლევა და ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ამ ფუნქციის განვითარებისკენ იქნება მიმართული’’, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

****

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების“ თანამშრომლობით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადდა ვიდეო – „საქართველო 5 დღეში: ბუნება, გასტრონომია და კულტურა“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცნობილი ინფლუენსერი ჰალილ ბეკალი საქართველოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, მაისის თვეში სტუმრობდა და პრეს ტურის ფარგლებში მან მოინახულა თბილისი, წინანდალი და წალკა.

მათივე ცნობით, ჰალილ ბეკალს youtube-ze 200 ათასამდე გამომწერი ჰყავს.

****

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 29 და 30 ივნისს „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს.

  The New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა

„ღონისძიება „ბასტი ბუბუს“ კონცერტით გაიხსნება. მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა დახვდებათ. წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნაყინების მრავალფეროვნება. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს.

ფესტივალი ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში, 29 და 30 ივნისს, 14:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

****

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.  დღეს, ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა, შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.