მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ – შსს-ს მომსახურების სააგენტო სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდის თარიღი ემთხვევა ერთიანი ეროვნული, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდის თარიღს, კანდიდატს შესაძლებლობა აქვს, საგამოცდო დრო შეცვალოს.

„ამისათვის აუცილებელია, მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე – sagency@sa.gov.ge გამოაგზავნოს საგამოცდო ბარათი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კანდიდატს გამოცდის ახალი დრო განესაზღვრება“, – ნათქვამია შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ – შსს-ს მომსახურების სააგენტო სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს. 23 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მომსახურების-სააგენტოს-მ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi