პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაშენობიდან გამოიტანეს პირადი ნივთები - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ...

შენობიდან გამოიტანეს პირადი ნივთები – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გამოსახლების პროცესი გვიან ღამით დაასრულა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გამოსახლების პროცესი დაასრულა.

ადგილზე გუშინ გვიანობამდე იყვნენ შეკრებილები სამართალდამცავები და მოსახლეობის ნაწილი. მათ შენობიდან გამოიტანეს პირადი ნივთები. ადგილზე დღის განმავლობაში იყო დაპირისპირება.

გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ აღსრულების ბიურომ გამოსახლების პროცესი სამხარაულის ბიუროს დასკვნისა და სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიწყო. შენობას დაზიანების კლასიფიკაციის მიხედვით მეოთხე ხარისხი აქვს მინიჭებული.

დასკვნის მიხედვით, არსებული სახით, მისი ექსპლუატაცია დაუშვებელია და ექვემდებარება დემონტაჟს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა “ბლექ სი ფროფერთის” ყველა სასარჩელო მოთხოვნა, დაადგინა შენობებში შეჭრილი პირების გამოსახლება და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კომპანიისთვის გადაცემა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ძუძუთი კვება ზრდის ბავშვის IQ-ს საშუალოდ 3.4 ქულით - გიორგი ფხაკაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი