აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გამოსახლების პროცესი დაასრულა.
ადგილზე გუშინ გვიანობამდე იყვნენ შეკრებილები სამართალდამცავები და მოსახლეობის ნაწილი. მათ შენობიდან გამოიტანეს პირადი ნივთები. ადგილზე დღის განმავლობაში იყო დაპირისპირება.
გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ აღსრულების ბიურომ გამოსახლების პროცესი სამხარაულის ბიუროს დასკვნისა და სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიწყო. შენობას დაზიანების კლასიფიკაციის მიხედვით მეოთხე ხარისხი აქვს მინიჭებული.
დასკვნის მიხედვით, არსებული სახით, მისი ექსპლუატაცია დაუშვებელია და ექვემდებარება დემონტაჟს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა “ბლექ სი ფროფერთის” ყველა სასარჩელო მოთხოვნა, დაადგინა შენობებში შეჭრილი პირების გამოსახლება და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კომპანიისთვის გადაცემა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). შენობიდან გამოიტანეს პირადი ნივთები – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გამოსახლების პროცესი გვიან ღამით დაასრულა. 25 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შენობიდან-გამოიტანეს-პირ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · დასუფთავება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-28T19:21:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
