პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაშეიძლება, გამარჯობა, როგორ ხარ გითხრა და ვერც მიხვდე, ისე დაგკარგო - გია...

შეიძლება, გამარჯობა, როგორ ხარ გითხრა და ვერც მიხვდე, ისე დაგკარგო – გია ჯაჯანიძე

არის თუ არა გია ჯაჯანიძე საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის კლასიკური წარმომადგენელი, რა დაეხმარა მას საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და სწორი მიმართულების პოვნაში, როგორ აქცევს ზოდიაქოს უარყოფით თვისებებს წარმატებად და რა მიაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად, ამაზე თავად მოგვიყვება.

– ვერძი ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური და ენერგიული ნიშანია…

– არ ვეთანხმები. ცეცხლოვანში რა იგულისხმება, არ ვიცი, მეუბნებიან და ვხედავ, რომ ვარ ძალიან თბილი, რბილი, მოკრძალებული, თავმდაბალი. ამბიცია მაქვს მხოლოდ ჯანსაღი, ოღონდ მარტო რომ ვარ, სახლში, ტახტზე წამოწოლილი, მაშინ. სხვა დროს არ ვარ ამბიციური. ამბიცია ძალიან მრავალმნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ზოგს ამპარტავნებაში გადასდის. მე ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ადამიანი, რომელიც მაღაროში მუშაობს, უფრო მამაცი, საჭირო და მაგარია, ვიდრე მე. ის, რომ მე ტელევიზორში ვჩანვარ, მხოლოდ ჩემი სამსახურის დამსახურებაა, თორემ სხვებისგან არაფრით გამოვირჩევი.

პოპულარობასა და ცნობადობაზე მახსენდება ხოლმე, რომ ჭიათურაში ყველა ერთმანეთს იცნობდა და ცნობილი ადამიანის ფენომენი 16 წლამდე სულაც არ ვიცოდი, რა იყო. ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში თავისთავად მოხდა და როცა ვხედავ, როგორ ამთავრებენ ცხოვრებას ამაყი, პატივმოყვარე და ამბიციური ადამიანები, სულაც არ მინდა, მათ რიგებში მოვხვდე. ამიტომ ძალიან ჩვეულებრივი და მოკრძალებული ვარ.

– მამაცი არ ხართ?

– მე არასდროს მომინდება გასართობად პარაპლანით გადაფრენა, არასდროს მომინდება პარაშუტით ხტომა, თოკზე ველოსიპედით გავლა და ასე შემდეგ. არ მხიბლავს ასეთი რამეები, მაგრამ გადაღებისთვის ყველაფერი მაქვს გაკეთებული, რადგან მინდა, ხალხს სანახაობა ვაჩვენო. როცა საქმე სამსახურს ეხება, მაშინ მამაცი ვარ, მაგრამ ეს ნაბიჯები ჩემთვის სიამოვნების წყარო არ არის. შიშები საერთოდ არ მაქვს და მათ შორის არც ამის, მაგრამ სიამოვნება კიდევ სხვა არის. ასე რომ, როცა საჭიროა, სიმამაცე მაშინ მაქვს.

– ვერძების პრინციპია – „მიზანი ამართლებს საშუალებას“. ასეა?

– მე ყველაფერს ფილოსოფიურად ვუყურებ. პრინციპული ადამიანი არ ვარ, არც უპრინციპო ვარ. პრინციპზე დგომამ შეიძლება, დაგღუპოს. მე ვლავირებ – თუ დასათმობია, ვთმობ, თუ ბოდიშის მოხდაა საჭირო, ვიხდი, არ ვარ ძალიან პრინციპული. მდგომარეობისდა მიხედვით ვმოქმედებ. მიზნის მისაღწევად ყველანაირი საშუალების გამოყენება? – არავითარ შემთხვევაში. ყველა გზა რომ გამომეყენებინა ახლა, სხვა ქვეყანაში სულ სხვანაირად ვიცხოვრებდი. მე ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ. ყოველდღე საფრთხის ფასად მოპოვებულ ასდოლარს მირჩევნია, ხუთი თეთრი და სიმშვიდე მქონდეს. ზედმიწევნით კანონმორჩილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მცნობს და თბილად მხვდებიან, ძალიან ვნერვიულობ, როდესაც პატრული მაჩერებს.

  „ნავის ფორმის რბილი ცომი სავსეა კვერცხისა და ყველის შიგთავსით“ - აჭარული ხაჭაპური პურის 50 საუკეთესო სახეობას შორის მოხვდა

ჰოროსკოპთან დაკავშირებით, ერთ ძალიან საინტერესო ამბავს გავიხსენებ. არ დაგავიწყდეთ, რომ მე 62 წლის ვარ და ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. მე ჰოროსკოპებს და ეზოთერულ საკითხებს, ამ ტიპის წიგნები რომ მარტივად ხელმისაწვდომი არ იყო, ხელით ვიწერდი და ისე ვეცნობოდი. ჰოროსკოპი პირველად რომ წავიკითხე, ამოვიწერე ვერძის უარყოფითი თვისებები და ჩემს სამაგიდო ჩანაწერად ვაქციე. ვუყურებდი ვერძის უარყოფით თვისებებს და მუდმივად ვებრძოდი მათ. ვერძს უყვარს პირველობა, ვერძი არის ლიდერი, ეგოისტი და ასე შემდეგ. თუ შენ პირველობა გინდა და მგლებში მოხვდი, გადაგყლაპავენ, ამიტომ მე ყოველთვის ვაკვირდებოდი გარემოს. თუ ჯგუფში სხვა ლიდერი გამოიკვეთებოდა, მეც ხომ მაქვს ლიდერის თვისებები და ლიდერობისკენ მიდრეკილება, იმ ლიდერს ვეხმარებოდი უფრო ძლიერი ყოფილიყო, დაწინაურებულიყო, მაგრად ეგრძნო თავი და ის რომ დაწინურდებოდა და სხვაგან წავიდოდა, მე თავისთავად ვრჩებოდი ლიდერი. ნახეთ სრულად

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი