პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს შეუჩერდებათ უფლებამოსილება, ვიდრე საკრებულოს ახალი შემადგენლობა არ შეიკრიბება...

„ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს შეუჩერდებათ უფლებამოსილება, ვიდრე საკრებულოს ახალი შემადგენლობა არ შეიკრიბება და არ მოხდება მთავრობის წევრების დამტკიცება“-კახა კალაძე

ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ, მთავრობის ახალ შემადგენლობას კი დედაქალაქის საკრებულო კენჭს რამდენიმე დღეში უყრის, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძემ მთავრობის წევრებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.

„ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს შეუჩერდებათ უფლებამოსილება, ვიდრე საკრებულოს ახალი შემადგენლობა არ შეიკრიბება და არ მოხდება მთავრობის წევრების დამტკიცება. 2021 წელს მოსახლეობის მიერ გამოცხადებული ნდობა, ოთწლიანი პერიოდი ხვალ იწურება. პარასკევს, 31 ოქტომბერს საკრებულოში კიდევ ერთხელ წარვადგენთ ჩვენს ხედვას, კონკრეტულ პროექტებს, გეგმებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განავითარება. ალბათ ოპონენტებსაც კი გაუჭირდებათ არ დამეთანხმონ იმაში, რომ ბოლო წლებში უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ დედაქალაქში, რამაც ჩვენი თბილისი აქცია ბევრად მწვანე, ბევრად კომფორტულ, მოწესრიგებულ და განვითარებულ ქალაქად. ამაში, რასაკვირველია, დიდია თბილისის მთავრობის თითოეული წევრის წვლილი, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ასევე, მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მოსახლეობას არჩევნებზე გამოცხადებული ნდობისთვის.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას, თითოეულ ამომრჩეველს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოცხადებული ნდობისთვის. მზად ვართ, თავდაუზოგავად ვემსახუროთ ჩვენს თბილისს, თბილისელებს, განვახორციელოთ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, დედაქალაქში უამრავი გამოწვევა რჩება. მომდევნო ოთხი წელი განსაკუთრებული იქნება, გაგრძელდება შრომა იმისთვის, რომ თბილისი კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ. სამომავლოდ დაგეგმილ მასშტაბურ და ამბიციურ პროექტებზე ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  გაზმომარაგება 6 ნოემბერს 19 000 აბონენტს შეუწყდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.