ზოგ ადამიანს ცხელ-ცხელი ყავისა და ჩაის დალევა უყვარს, მაგრამ, შესაძლოა, ეს საყლაპავი მილის კიბოს განვითარების რისკს ზრდიდეს. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა თითქმის მილიონი ადამიანის სამედიცინო მონაცემი შეისწავლეს და ამ საკითხის შესახებ ყველაზე მასშტაბური კვლევა გამოაქვეყნეს.
ჟურნალ International Journal of Cancer-ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, “ძალიან ცხელი” სასმელების მოყვარულებს საყლაპავის სიმსივნის განვითარების სამჯერ უფრო მაღალი რისკი აქვთ. ეს იმათთან შედარებით, ვინც თბილ ჩაის ან ყავას ანიჭებს უპირატესობას.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები “ძალიან ცხელ” კატეგორიაში 65 გრადუს ცელსიუსსა და მასზე მაღალ ტემპერატურას მოიაზრებენ. ორთქლიანი მდუღარე სითხე კუჭისკენ მიმავალ გზაზე საყლაპავი მილის უჯრედოვან საფარს აზიანებს. მონაცემების მიხედვით ვარაუდობენ, რომ დღეში ექვსი ან მეტი ფინჯანი ცხელი სასმლის მიღება საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.
ადუღებული ჩაიდნიდან ფინჯანში ახლად დასხმული სითხის ტემპერატურა 90-95 გრადუსს აღწევს. სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, რომ დალევამდე რამდენიმე წუთი მოიცადონ, რათა სასმელს გაგრილების საშუალება მისცენ.
ამასთან, 118 ახალგაზრდაზე ჩატარებული სხვა კვლევა ცხადყოფს, რომ ადამიანების უმეტესობა შავ ყავას “ზედმეტად ცხლად” მხოლოდ 70 გრადუსსა და მასზე მაღალ ტემპერატურაზე აღიქვამს. ეს ჯანმრთელობისთვის სარისკო ზღვარს საგრძნობლად აღემატება… სრულად
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს. 13 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ძალიან-ცხელი-სასმელების/

