„ცაჰალი“: ისრაელის არმიამ ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი მეთაური უსამა ჯადალა მოკლა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ისლამური ჯიჰადის დაზვერვის დანაყოფის მეთაური უსამა ჯადალა მოკლა. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში ჯარმა ახლო შეტაკებებსა და ავიაიერიშების დროს ათობით ტერორისტი გაანადგურა. ხან იუნისის რაიონში ერთ-ერთი ლიკვიდირებული ტერორისტი უსამა ჯადალა იყო, რომელიც ისლამური ჯიჰადის დაზვერვის დანაყოფის მეთაური იყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ისრაელის არმიის მტკიცებით, ჯადალა 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრასა და ებრაელების დახოცვაში მონაწილეობდა.

გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში მდებარე დაახლოებით 40 ტერორისტულ ობიექტზე მიიტანეს იერიში. განადგურებულია ტერორისტების გამშვები დანადგარები, სამხედრო ნაგებობები, ინფრასტრუქტურა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ცაჰალი“: ისრაელის არმიამ ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი მეთაური უსამა ჯადალა მოკლა. 29 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ცაჰალი-ისრაელის-არმია/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi