პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ქართულენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფართო ცოდნითა და კომპეტენციებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, რომლებიც კონკურენციაში შევლენ პიარის ინდუსტრიაში. პროგრამა სტუდენტებს უვითარებს უნარ-ჩვევებს, თუ როგორ და რა სტრატეგიებით ჩამოაყალიბონ ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ნდობა, ლოიალობა, შეაფასონ საზოგადოებრივი დამოკიდებულება და შექმნას გრძელვადიანი კეთილგანწყობა. შეიმუშაონ/მართონ ეფექტური კომუნიკაცია და კამპანიები.

საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამაზე პირველკურსელებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2025 წლის სექტემბერში მიიღებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  მოსავლიანი ღობეები – ქაცვის ღობე, მაყვლის ღობე, კუნელის ღობე, ასკილის ღობე - შემოღობეთ თქვენი კარ-მი­დამო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი