შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ქართულენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფართო ცოდნითა და კომპეტენციებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, რომლებიც კონკურენციაში შევლენ პიარის ინდუსტრიაში. პროგრამა სტუდენტებს უვითარებს უნარ-ჩვევებს, თუ როგორ და რა სტრატეგიებით ჩამოაყალიბონ ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ნდობა, ლოიალობა, შეაფასონ საზოგადოებრივი დამოკიდებულება და შექმნას გრძელვადიანი კეთილგანწყობა. შეიმუშაონ/მართონ ეფექტური კომუნიკაცია და კამპანიები.

საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამაზე პირველკურსელებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2025 წლის სექტემბერში მიიღებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო. 9 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/შავი-ზღვის-საერთაშორისო/

  გარემოს დაბინძურებაზე სანქციები მთელ საქართველოში გამკაცრდება
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi