ჯანდაცვის სამინისტრო 7 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

7 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 14 ადამიანი, მათ შორის, აქციის ათი მონაწილე, მედიასაშუალების – ორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი წარმომადგენელი, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ჯანდაცვის უწყების ცნობით, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, თუმცა არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.

„მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში მკურნალობას სამი პაციენტი აგრძელებს. დაშავებულებს ტანისა და თავის არეში აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები. ასევე – ჩივილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებები ექიმის რეკომენდაციით ან/და საკუთარი სურვილით დატოვა.

აღნიშნული მონაცემები მოიცავს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ჯანდაცვის სამინისტრო 7 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 9 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯანდაცვის-სამინისტრო-7-დე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi