კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოყირგიზეთში ნიქაბის ტარება აკრძალეს

ყირგიზეთში ნიქაბის ტარება აკრძალეს

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქალებს საზოგადოებრივ ადგილებში ნიქაბის ტარებას უკრძალავს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ამიერიდან ყირგიზეთში იკრძალება ტანსაცმლის ტარება, რომლითაც ადამიანის იდენტიფიცირებაა შეუძლებელი. ეს არ ეხება ტანსაცმელს, როდესაც სახის დაფარვა შრომით საქმიანობასთან ან რაიმე დაავადებასთან არის დაკავშირებული.

ასევე ყირგიზეთში მიიღეს კანონი, რომელიც საკუთარ რელიგიაში სხვა რელიგიის წარმომადგენლების, რელიგიურად ნეიტრალური პირების და ათეისტების მოქცევას კრძალავს. იკრძალება რელიგიური რიტუალების ჩატარება მოხუცთა თავშესაფრებში, ციხეებში და სამხედრო ნაწილებში. სასწავლო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ადგილებში აკრძალული იქნება რელიგიური ლიტერატურის გავრცელება.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ჯეი დი ვენსი - ზოგჯერ ევროპელი სახელმწიფო მეთაურები საჯაროდ ამბობენ, ზელენსკისთან ვართ მომავალი ათი წლის განმავლობაშიო, პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ ეს ვერ გაგრძელდება სამუდამოდ
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი