ისრაელმა ლიბანის სამხრეთში მდებარე „ჰეზბოლას“ სარაკეტო დანადგარები დაბომბა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბანის სამხრეთ ნაწილში მდებარე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ კუთვნილი სარაკეტო დანადგარები დაბომბა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები („ცაჰალი“) „ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს.

„ცოტა ხნის წინ ისრაელის თავდაცვის არმიამ ლიბანის სამხრეთში, რამდენიმე რაიონში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ კუთვნილი სარაკეტო დანადგარები დაბომბა. დაბომბვის შედეგად ისრაელის თავდაცვის არმიამ გაანადგურა „ჰეზბოლას“ სამხედრო ნაგებობები და დამატებითი ტერორისტული ინფრასტრუქტურა, რომელსაც მანამდე „ჰეზბოლას“ ტერორისტები იყენებდნენ“, – აღნიშნულია „ცაჰალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისრაელი ლიბანს ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ისრაელმა ლიბანის სამხრეთში მდებარე „ჰეზბოლას“ სარაკეტო დანადგარები დაბომბა. 24 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ისრაელმა-ლიბანის-სამხრეთ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi