ყველა მოქალაქისთვის, სრულად ფინანსდება – ცვლილება DRG დაფინანსების სისტემის გაფართოების შედეგად განხორციელდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ეკატერინე შარაძე გადაცემაში „ახალი დღე“
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის, სრულად ფინანსდება, აღნიშნული ცვლილება DRG დაფინანსების სისტემის გაფართოების შედეგად განხორციელდა.
DRG მოდელი ითვალისიწინებს კონკრეტულ სამედიცინო ჩარევებზე ერთიანი, სამართლიანი ტარიფების დადგენის პოლიტიკას. სახელმწიფო განსაზღვრავს გადასახდელი თანხის მოცულობას, შესაბამისად მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მაღალი ხარისხით, მაღალი დანახარჯების გარეშე.
ბენეფიციარს აქვს თავისუფალი არჩევანი, მიმართავს პროგრამაში ჩართულ, სასურველ სამედიცინო დაწესებულებას. ფინანსდება როგორც მშობიარობა/საკეისრო კვეთა, ასევე გაუტკივარება, ექიმის მომსახურება, პალატა, კვება და სხვა პირდაპირი, თუ არაპირდაპირი ხარჯი. სასურველი ექიმის არჩევის შემთხვევაში, შეთანხმება უნდა შედგეს ექიმსა და პაციენტს შორის, მომსახურება ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.“
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). ყველა მოქალაქისთვის, სრულად ფინანსდება – ცვლილება DRG დაფინანსების სისტემის გაფართოების შედეგად განხორციელდა. 28 ნოემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/ყველა-მოქალაქისთვის-სრუ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi