ფრანგულ ბულდოგს, რომელსაც კიბოს გამო ყბა მოაჭრეს, ის ხელახლა გაეზარდა

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

მას შემდეგ, რაც აშშ-ში, კორნელის უნივერსიტეტის ვეტერინარებმა სამი თვის ფრანგულ ბულდოგს სიცოცხლისათვის საშიში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა ერთისა – ლეკვისთვის ქვედა ყბის მარცხენა ნაწილი თითქმის მთლიანად უნდა მოეკვეთათ.

თუმცა, ოპერაციიდან რვა კვირის შემდეგ, ახალგაზრდა პაციენტს, სახელად ტაისონს ძვლების მორიგი სკანირება ჩაუტარეს, აღმოჩნდა, რომ ყბის მოკვეთილი ნაწილი თითქმის მთლიანად, ხელახლა გაზრდილიყო.

„მისი შემთხვევა აჩვენებს, რომ ასეთ ახალგაზრდა პაციენტში შესაძლებელია ძვლის სრული რეგენერაცია“, — ამბობს ქირურგი ვეტერინარი ალექსანდრა რაიტი.

როგორც წესი, ისეთმა რადიკალურმა პროცედურამ, როგორიც არის ყბის ნაწილობრივ ამოკვეთა, უკვე დესტაბილიზებული ყბის გამო, შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. მათ შორის არის ქრონიკული ტკივილი, ყბის დარჩენილი ნაწილის მოძრაობით გამოწვეული კბილების არასწორად თანკბილვა და შემდეგი დაზიანება. ამის თავიდან ასარიდებლად, შეიძლება საჭირო გახდეს რეკონსტრუქციული ქირურგიული ჩარევა.

- Advertisement -
Ad imageAd image

აღსანიშნავია, რომ არ აღდგა ყბის ანატომიის ყველა ასპექტი, აკლია კბილებიც, მაგრამ ისიც საკმარისია, რომ ტაისონს კვლავ ფუნქციური ყბა აქვს. ხელახლა გაზრდილი ყბა იგივე სიგრძისაა, რაც ძველი, რაც დარჩენილი კბილების კარგი განლაგების შენარჩუნებისთვის საჭირო კონსტრუქციას უზრუნველყოფს.

„პირის ღრუს სიმსივნის ადრეული დაფიქსირება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქირურგიული გზით გრძელვადიან გამოჯანმრთელებაში“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

კიბო ქვედა ყბის მარცხენა მხარეს, ძირითად კბილებთან იყო გაზრდილი და საბედნიეროდ, ჯერ არ იყო გადასული ახლომდებარე პერიოსტეუმზე (ძვლისაზრდელა) — ნერვებისა და სისხლძარღვებისგან შემდგარ მემბრანაზე, რომელიც ჩვენს ძვლებს აკრავს გარს.

„სავარაუდოდ, ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ახალი ძვლის გაზრდისთვის, რადგან მემბრანა შეიძლება შეიცავდეს ღეროვან უჯრედებსაც“, — ეჭვობს რაიტი.

- Advertisement -
Ad imageAd image

მსგავსი შემთხვევები წარსულში ზოგიერთ ჩვილ ბავშვშიც არის დაფიქსირებული, მაგრამ ძაღლებში ასეთი შემთხვევა პირველად აღირიცხა.

„ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა დავადგინოთ, შესაძლებელია თუ არა ასეთი რამ სხვა ძაღლებშიც მოხდეს და განაპირობებს თუ არა სხვაობას კონკრეტული ასაკობრივი დიაპაზონი. თუმცა, ეს შემთხვევა ადასტურებს ძალიან დადებით შედეგს სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციაში“, — ამბობს რაიტი.

ტაისონის პატრონები მისთვის მყარი საკვების მიცემას ჯერ ისევ ერიდებიან, მაგრამ ლეკვი ყოველგვარი სირთულის გარეშე ჭამს და სვამს.

ამ იღბლიანი ლეკვის შემთხვევა მომაჯადოებელი მაგალითია იმისა, რამდენად მძლავრია ახალგაზრდა ძუძუმწოვრებში გამოჯანმრთელების უნარი. წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ფრანგულ ბულდოგს, რომელსაც კიბოს გამო ყბა მოაჭრეს, ის ხელახლა გაეზარდა. 7 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ფრანგულ-ბულდოგს-რომელსა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi