როგორ ამოყავთ ყველი იმერეთის ყველაზე მაღალ სოფელში…
ქვევრის ყველი, საქართველოს ერთადერთ სოფელში შემორჩენილი ტრადიცია.
სოფელი ხანი ეს არის ადგილი, რომელსაც „იმერეთის ხევსურეთსაც“ ეძახიან. ერთადერთი სოფელი, სადაც ყველას აქვს ძალიან გამორჩეული ეზო და სხვათა შორის, აქ ყველს ქვევრში ინახავენ. ეს ტრადიცია საქართველოს ბევრ კუთხეში არსებობდა, მათ შორის, სხვანეთში, თუმცა დროთა განმავლობაში გაქრა. მხოლოდ ხანში შემორჩა სულგუნის ქვევრში შენახვის წესი.
სულგუნი მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ მისი შენახვის გზა შებოლვა ან ქვევრში ჩაწყობაა. ქვევრში ანუ ჭურში ყველი ფაქტობრივად არ ფუჭდება, პირიქით, რაც დრო გადის, მით უფრო განსხვავებულ გემოს იძენს.
ხანი ეს არის, იმერეთის ყველაზე მაღალ წერტილზე მდებარე სოფელი და ამ ადგილს ძალიან ხშირად სწორედ ასეთი ადგილმდერბარეობის გამო „იმერეთის ხევსურეთსაც“ უწოდებენ .
თუ გინდათ, მოხვდეთ ნამდვილ ქართულ სოფლებში, სადაც არის უამრავი ხის სახლი, ქვის ორღობეები, უნდა ახვიდეთ ხანში…