პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაქართული ქვევრი - ქვევ­რი ღვინის ჭურჭლად პირველად ქართველებმა გამოიყენეს

ქართული ქვევრი – ქვევ­რი ღვინის ჭურჭლად პირველად ქართველებმა გამოიყენეს

ქართული ქვევრი

უძველესი ქართველური ტომები მევენახე­ობა-მეღვინეობის ფუძემდებლები იყვნენ. ქვევ­რი ღვინის ჭურჭლად პირველად ქართველებმა გამოიყენეს.

ჩვენგან განსხვავებით, ევროპელები ღვინოს მუხის კასრებში ინახავენ. თანაც, თუ მუხის კასრი მხოლოდ 40-50 წელი ემსახურება მეღვინეს, ათასწლოვან ქვევრს ისეთივე წარ­მატებით შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობა, როგორც ახალს.
საუკეთესო ღვინის დამზადება ტკბილის და­დუღებით იწყება, რაც ტემპერატურული რეჟიმის გარეშე წარმოუდგენელია. ამ რეჟიმს კი ქვევრი თავად ქმნის, თანაც, მარანში 3-4-ჯერ ნაკლებ ადგილს იჭერს, ვიდრე მუხის კასრი. ქვევრი კასრზე ბევრად უკეთესად ინახავს ღვინოს.

საქარ­თველოში არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როცა რამდენიმე სა­უკუნისწინანდელი ქვევრი უპოვიათ და შიგ კამკამა, საოცარი ღვინო ყოფილა.
ქართველმა სპეციალისტმა გიორგი გაბრიჭიძემ შავნაბადას მონასტრის არქიმანდრიტ შიოს კურთხევით შეაგროვა მასალები საქარ­თვე­ლოში ქვევრის წარმოშობისა და დამზადე­ბის შესახებ. მან შეიმუშავა ქვევრის დამზადების ჩარხული მეთოდი, ასევე სპეციალური ხუფი, რომლითაც ქვევრი ჰერმეტულად იხურება. მას­ვე ეკუთვნის აპარატი, რომლის დახმარები­თაც შესაძლებელია ქვევრის ძირიდან ლექის ამოღება. ამით, შე­იძლება ითქვას, ქართულმა ქვევრმა ახალი სიცოცხლე დაიწყო.

რომელი ჯიშის ვაზი დავრგოთ ზემო რაჭაში

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  “უწმინდესმა მისაყვედურა, რატომ დაივიწყე ეკლესიაო…” – ია ფარულავა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი