კვირა, მარტი 29, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაქართული ეკლესია იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ...

ქართული ეკლესია იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად – სულხან თამაზაშვილი

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ – ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს – ნათქვამია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებაში.

მისი თქმით ისტორიული ავტოკეფალიის განმტკიცებისა და გაძლიერების საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ.

,,დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ – ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს.

წელს ეს დღე განსაკუთრებული სევდითაა დამძიმებული –  ჩვენ გამოვეთხოვეთ ერის სულიერ წინამძღოლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

1917 წლის 25 მარტს ქართველმა ერმა დაიბრუნა ისტორიული ავტოკეფალია, ხოლო მისი განმტკიცებისა და გაძლიერების საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა მისმა უწმინდესობამ.

ქართული ეკლესია იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად.

ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ ის ერთობა და ღირებულებები, რომლებიც ჩვენმა პატრიარქმა დაგვიტოვა,“ – აღნიშნავს სულხან თამაზაშვილმა.

  თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებელია, 100%-ით კერძო პროექტი იყოს - არის კერძო სექტორის დაინტერესება — ლაშა ხუციშვილი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი