სამშაბათი, მაისი 12, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებელია, 100%-ით კერძო პროექტი იყოს - არის კერძო...

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებელია, 100%-ით კერძო პროექტი იყოს – არის კერძო სექტორის დაინტერესება — ლაშა ხუციშვილი

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი სრულიად შესაძლებელია, რომ კერძო პროექტის სახით განხორციელდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, რომელიც მილანში ADB-ის 58-ე წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს, „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა.

ხუციშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრების დროს განიხილეს „აზიის განვითარების ბანკის” მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები, რომელთა ნაწილიც სახელმწიფო, ნაწილი კი კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება.

სწორედ ამ ნაწილში საუბრისას თქვა მინისტრმა, რომ განიხილავენ კერძო სექტორის ჩართულობით თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას.

„ADB-ის 58-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ ყველა მიმდინარე პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება როგორც სუვერენული, ასევე კერძო დაფინანსებით. იცით რომ, „აზიის განვითარების ბანკი“ ძალიან აქტიურია კერძო სექტორის დაფინანსების კუთხითაც, სადაც გარანტორი არ არის სახელმწიფო და სექტორს აძლევს თანხებს და კერძო სექტორი იღებს გარანტიას. ასეთი პროექტები არის საქართველოში. ამის გარდა, ჩვენ მოვიაზრებთ რამდენიმე პროექტს, რომელიც შესაძლოა, კერძო დაფინანსებით განხორციელდეს და არა სუვერენული სახელმწიფო გარანტიით, მაგალითად, ისეთი როგორიცაა თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელიც, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია სრულად კერძო დაფინანსებით აშენდეს. სადაც არის შესაძლებლობა, რომ პროექტები კერძო სექტორმა განავითაროს, ბუნებრივია, სახელმწიფო ამის საშუალებას აძლევს მათ, ხოლო სადაც ამის საშუალება არ არის, შემდეგ შედის სახელმწიფო – ბუნებრივია, ეს ეხება, მხოლოდ და მხოლოდ, იმ პროექტებს, რომლებიც სტრატეგიული დანიშნულების არ არის“, – აღნიშნავს ლაშა ხუციშვილი.

კითხვაზე, შეინიშნება თუ არა კერძო სექტორის მხრიდან პირველი სიგნალი პროექტის განხორციელებისთვის, ხუციშვილი პასუხობს, რომ ასეთი დაინტერესება არსებობს.

„აეროპორტის ნაწილში კერძო სექტორის დაინტერესება არის… გარდა ამისა, იმ ფინანსური მონაცემებით, რაც შესწავლის ეტაპზეც გამოვლინდა, „აზიის განვითარების ბანკთან“ ერთად მუშაობის პროცესში, გამოკვეთილია, რომ შესაძლებელია, თბილისის ახალი აეროპორტი სრულად, 100%-ით კერძო პროექტი იყოს და აქ სახელმწიფოს სუვერენული დაფინანსების მონაწილეობა აუცილებელი არ არის“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

  უახლოესი დღეების განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

შეგახსენებთ, ვაზიანის სიახლოვეს ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. როგორც ოფიციალური პირების განცხადებებიდან ირკვევა, ახალი აეროპორტის მგზავრთნაკადი 18 მილიონამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობის განვითარების გეგმაზე სახელმწიფო „აზიის განვითარების ბანკის“ თანადაფინანსებით მუშაობდა.

წყარო

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.