ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა, დაჭრა, ბენზინი გადაასხა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ტვ მონიტორინგი“ ავრცელებს.
„სამწუხაროდ, დაიღუპა თათია, კიდევ ერთი დედა და ქალი გამოასალმა ქმარმა სიცოცხლეს, ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას,“ – ამბობენ ოჯახის ახლობლები.
25 სექტემბერს, კასპის რაიონში კაცმა ყოფილი ცოლის მოკვლა სცადა. მან ქალს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვასაც შეეცადა. მან ქალს მჟავაც შეასხა. ამ დრომდე, თბილისის დამწვრობის ცენტრში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
შსს-მ ბრალდებული დაკავა – გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi