ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოფსიქოთერაპია შეიძლება ტვინს ცვლიდეს - მეცნიერებმა ამის გაზომვადი მტკიცებულება მოიპოვეს

ფსიქოთერაპია შეიძლება ტვინს ცვლიდეს – მეცნიერებმა ამის გაზომვადი მტკიცებულება მოიპოვეს

ფსიქოთერაპიას ხშირად “საუბრის თერაპიად” მოიხსენიებენ და მართალიცაა. ზოგიერთი მიდგომა, მათ შორის კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT), ბევრ საუბარს მოიცავს; CBT-ს დროს თერაპევტი ცდილობს, კლიენტთან ერთად აზროვნების უარყოფითი “პატერნები” ამოიცნოს და ისინი სასარგებლო მიმართულებით შეცვალოს. ზოგს არ სჯერა, რომ საუბარი შეიძლება მედიკამენტების მსგავსად ეფექტიანი იყოს, თუმცა ახალი ნაშრომი საპირისპიროზე მიგვანიშნებს.

კვლევის ფარგლებში მწვავე დეპრესიის მქონე 30 ადამიანის ტვინები დაასკანერეს, რისთვისაც სტრუქტურული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) გამოიყენეს. მონაწილეებს ტომოგრაფია CBT-ს გავლამდე და 20 სესიის შემდეგ გადაუღეს. შეადარეს, იქნებოდა თუ არა განსხვავება ტვინის საწყის და საბოლოო მდგომარეობებს შორის. გამოიყენეს საკონტროლო ჯგუფიც — შეამოწმეს, როგორი იქნებოდა ცვლილებები 30 ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში.

ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რუხი ნივთიერების მოცულობა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილიმარცხენა ამიგდალასა და მარჯვენა წინა ჰიპოკამპუსში. მკვლევრებმა კლინიკური ინტერვიუებიც ჩაატარეს და შემდეგი რამ შენიშნეს: ადამიანებს, რომელთაც ამიგდალაში რუხი ნივთიერება ყველაზე მეტად ჰქონდათ მომატებული, ემოციური დარღვევებიც ყველაზე მეტად ჰქონდათ შემცირებული. საერთო ჯამში, 30-იდან 19 პაციენტს, რომელთაც თავიდან მწვავე დეპრესია ჰქონდათ, თერაპიის შემდეგ სიმპტომები თითქმის აღარ აღენიშნებოდათ.

CBT-ს ღირსებები დიდი ხანია აღიარებულია. მეორე მხრივ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტვინის სტრუქტურაზე ფსიქოთერაპიის გავლენის გაზომვადი და სარწმუნო ბიომარკერები დააფიქსირეს. ცხადია, ამის მიხედვით იმას ვერ ვიტყვით, ეს მიდგომა სხვებზე უკეთესია თუ არა. საქმე ისაა, რომ ახლა მეტი რამ ამტკიცებს: ფსიქოთერაპია უბრალოდ საუბარი არ არის.

“ზოგადად, ეს დიდი ნიშანსვეტია: ფსიქოთერაპია მხოლოდ გონებრივი არ არის, არამედ ჩვენს ტვინზეც ზემოქმედებს, თანაც ძალიან ძლიერად. ფსიქოტროპული მედიკამენტების გავლენასთან პირდაპირ არ შეგვიდარებია, თუმცა მჯერა, რომ ეფექტები, ალბათ, ერთნაირად ძლიერია”, — აცხადებს კვლევის ავტორი რონი რედლიჩი, მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის (ჰალე-ვიტენბერგი) პროფესორი.

ნაშრომის ავტორებს იმედი აქვთ, რომ მიგნებები ფსიქოთერაპიასა და CBT-ზე არასწორი წარმოდგენების გაქარწყლებაში დაგვეხმარება.

“ეს მხოლოდ პატარა ნაბიჯია, თუმცა, ვფიქრობ, უზარმაზარი პოტენციალია, რომ მოსახლეობამ ფსიქოთერაპია უფრო შორსმჭვრეტელურად და ობიექტურად აღიქვას: ფსიქოთერაპია არა უბრალოდ საუბარია, არამედ სტრუქტურირებული და ეფექტიანი საშუალებაა ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ”, — ამბობს რედლიჩი IFLScience-სთან საუბრისას.

  „კომპოტების ხანა დასრულდა, მათ არანაირი სარგებელი არ მოაქვთ" - პედიატრი, ეკა ყიფიანი

კვლევის ავტორი სტიგმის საკითხსაც ეხება:

“ფსიქიკური დაავადებები ადამიანის “სისუსტე” არაა. ისინი შეიძლება ფიზიკურმა ცვლილებებმაც გამოიწვიოს, განსაკუთრებით ტვინში. ფსიქოთერაპიით შესაძლებელია, რომ ტვინში ეს კავშირები “აღვადგინოთ” ისე, რომ საუკეთესო შემთხვევაში პაციენტი თავს უკეთ იგრძნობს. ვფიქრობ, ეს პერსპექტივა ბევრ პაციენტს ეხმარება, პასუხისმგებლობას თავად პიროვნებას არ აკისრებს და სტიგმას ხსნის როგორც ფსიქიკურ დაავადებებს, ასევე ფსიქოთერაპიასაც”, — ამბობს ის.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.