ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიშესაძლოა, მუდმივი დაღლილობის უკან სერიოზული პრობლემა იყოს - რას ამბობენ სპეციალისტები

შესაძლოა, მუდმივი დაღლილობის უკან სერიოზული პრობლემა იყოს – რას ამბობენ სპეციალისტები

დაღლილობა მინი ინსულტის შემდეგ შეიძლება, ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდეს, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც ადრე შფოთვა ან დეპრესია ჰქონდა. შესაძლოა, ინსულტის სიმპტომები რამდენიმე საათში გაქრეს, გადაღლილობა კი კვლავ ძლიერად იჩენდეს თავს.

გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA), რომელიც ხშირად “მინი ინსულტის” სახელით არის ცნობილი, ჩვეულებრივ ტვინში სისხლის ნაკადის დროებითი შეფერხებაა. სიმპტომები, მაგალითად, გაურკვეველი საუბარი ან მკლავის სისუსტე, ერთ დღეში ქრება. მიუხედავად ამისა, ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ გავლენა შესაძლოა გაცილებით ხანგრძლივი იყოს, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ.

კვლევა აჩვენებს, რომ ბევრ ადამიანს, ვინც TIA გადაიტანა, დაღლილობა ერთ წელზე მეტხანს არ შორდება. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა პირდაპირ მინი ინსულტს არ “ადანაშაულებს”, მათ შორის კავშირი მკაფიოა.

“გარდამავალი იშემიური შეტევის დროს ადამიანს შეიძლება, სახე მოუდუნდეს, მკლავი შეუსუსტდეს ან ლაპარაკი გაუჭირდეს. ეს სიმპტომები ერთ დღეში ქრება”, — აცხადებს კვლევის ავტორი, ექიმი ბორის მოდრაუ, დანიის ოლბორგის საუნივერსიტეტო კლინიკიდან — “თუმცა ზოგიერთ პაციენტს სხვადასხვა გართულება შემდგომაც აწუხებს. ეს შეიძლება, ცხოვრების ხარისხის გაუარესება, კოგნიტიური პრობლემები, დეპრესია, შფოთვა და დაღლილობა იყოს. ჩვენი კვლევის ფარგლებში ვნახეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაღლილობა ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდება”.

კვლევაში 354 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა საშუალო ასაკი 70 წელი იყო და მინი ინსულტი ერთხელ მაინც ჰქონდათ გადატანილი. მათ ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. დაღლილობის შესაფასებლად მონაწილეებმა თავდაპირველად ინსულტიდან ორი კვირის განმავლობაში დეტალური კითხვარები შეავსეს. მომდევნო კითხვებს სამი, ექვსი და თორმეტი თვის შემდეგ უპასუხეს.

ერთ-ერთი კითხვარი დაღლილობის ხუთ ტიპს აფასებდა. ესენია: აქტიურობის შემცირება, მოტივაციის ნაკლებობა, ზოგადი, ფიზიკური და მენტალური დაღლილობა. ქულები მერყეობდა 4-დან 20-მდე, სადაც მაღალი მაჩვენებელი მეტ დაღლილობას ნიშნავდა. მონაწილეების საშუალო ქულა კვლევის დასაწყისში 12.3 იყო. სამი თვის შემდეგ იგი 11.9-მდე შემცირდა. ექვს თვეში — 11.4-მდე, ხოლო თორმეტ თვეში — 11.1-მდე. დაღლილობად 12 ან მეტი ქულა მიიჩნეოდა. როგორც აღმოჩნდა, მონაწილეთა 61%-ს დაღლილობა ინსულტიდან ორ კვირაში ჰქონდა, ხოლო 54%-ს — 3, 6 და 12 თვეში.

მონაწილეებმა ასევე ტვინის შემოწმება გაიარეს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თრომბის არსებობა თანაბრად იყო გავრცელებული დაღლილობის მქონე და არმქონე ადამიანებში. ეს იმას ნიშნავს, რომ დაღლილობის დონეს მისი არსებობა არ ხსნის. მათ აღმოაჩინეს, რომ წარსულში შფოთვის ან დეპრესიის ისტორია ორჯერ უფრო ხშირად გვხვდებოდა იმ პაციენტებში, ვისაც დაღლილობა დიდხანს გაჰყვა.

  ვაშლის მურაბა, ბებიების რეცეპტით

“დაღლილობა ხშირად ფიქსირდებოდა ჩვენი კვლევის მონაწილეებში და აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანი ინსულტის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში მას განიცდის, დიდი შანსია, რომ ეს სიმპტომი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდება”, — ამბობს მოდრაუ — “მომავალ კვლევებში მნიშვნელოვანია, რომ TIA-ს დიაგნოზის მქონე პაციენტები დაკვირვების ქვეშ იყვნენ ინსულტის შემდგომ კვირებსა და თვეებში, რათა დაღლილობის ხანგრძლივობა შეფასდეს. ეს იმ პაციენტების იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება, ვისაც შეიძლება დამატებითი მხარდაჭერა დასჭირდეს”.

მონაწილეებს სთხოვეს, რომ კითხვარები სხვების დახმარების გარეშე შეევსოთ. შესაძლებელია, რომ ზოგიერთ მათგანს ოჯახის წევრები ან მომვლელები დაეხმარნენ, რაც პასუხების სიზუსტეზე გავლენას ახდენდა. წყარო

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.