იტალიის სასამართლომ მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელის გერმანიაში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

იტალიის სასამართლომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელის გერმანიაში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამის ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ბოლონიის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, გერმანიის უზენაეს საკასაციო სასამართლოს გადასცეს სერგეი კუზნეცოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი კაპიტანი, რომელიც ევროპული ორდერის საფუძველზე რიმინიში 21 აგვისტოს დააკავეს.

უკრაინის მოქალაქის დაცვის მხარე აცხადებს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, რადგან დაირღვა ბრალდებულის ძირითადი უფლებები, კერძოდ, სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე, პატიმრობის პირობები.

გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული სერგეი კუზნეცოვი იყო იმ პირთა ჯგუფის წევრი, რომელმაც ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. გერმანიაში მას ბრალად ედება შეთქმულება აფეთქების მოწყობის მიზნით, ანტიკონსტიტუციური დივერსია და მნიშვნელოვანი ნაგებობების განადგურება.

მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ თავდასხმა 2022 წლის სექტემბერში განხორციელდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას მილსადენების აფეთქებასთან საერთო არაფერი აქვს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). იტალიის სასამართლომ მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელის გერმანიაში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. 16 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/იტალიის-სასამართლომ-მილს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi