სამშაბათი, აპრილი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოსა და ესპანეთის სამეფოს დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა

დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს განაახლა. ესპანეთის დედაქალაქისკენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 230 მგზავრით სავსე ხომალდი ცოტა ხნის წინ გაფრინდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მადრიდის მიმართულებით რეისები კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს A321neo ტიპის ხომალდით შესრულდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჯერჯერობით ერთადერთია, საიდანაც ესპანეთის ორ ქალაქში, მადრიდსა და ბარსელონაში საქართველოდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრაა შესაძლებელი. ორივე ქალაქის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ჯამურად, კვირაში 5 სიხშირით სრულდება. 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ესპანეთიდან 2,988 ვიზიტორი ესტუმრა.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია. 3 ივნისიდან კი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი, ლიონის მიმართულება დაემატება.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება საჯარო სკოლებში სექტემბრიდან
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი