VIDEO: მაშველებმა ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს.

მეხანძრე-მაშველებმა, შესაბამისი აღჭურვილობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით, მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

შემოსული ინფორმაციის თანახმად, კახეთში, სოფელ ართანადან ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში იმყოფებოდა 7 პიროვნება, ქვათაცვენის შედეგად, ერთ-ერთმა მათგანმა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო და ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარება.

სამაშველო ოპერაციაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მეხანძრე-მაშველების ჯგუფთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). VIDEO: მაშველებმა ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს. 16 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/video-მაშველებმა-ალპურ-ზონაში/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi