პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები მოსწავლეებს შეხვდნენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტი – „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. ამჯერად, თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

სამხედროებმა უფროსკლასელებს წარუდგინეს პრეზენტაცია საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაზე, სტრუქტურაზე, მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და სამხედრო კარიერულ განვითარებაზე. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სასწავლო პროგრამები, ჩარიცხვის პირობები და სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობები გააცნეს. მათ მოზარდებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და ტერიტორიული რეზერვის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. განაგრძეთ კითხვა

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები მოსწავლეებს შეხვდნენ. 4 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პროექტ-ჩვენი-ჯარის-ფარ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi