ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე მანილას აეროპორტში დააკავეს - Bloomberg

ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე მანილას აეროპორტში დააკავეს – Bloomberg

ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე მანილას აეროპორტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

დუტერტე სამშობლოში ჰონგკონგიდან ბრუნდებოდა, როცა ის სამართალდამცველებმა აიყვანეს. ამჟამად ის ერთ-ერთ საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.

როგორც სააგენტო წერს, ინტერპოლის ფილიპინურმა განყოფილებამ უკვე მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის ასლი.

79 წლის დუტერტე ფილიპინების პრეზიდენტი 2016 – 2022 წლებში იყო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მას კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს. საქმე ეხება მის მიერ ნარკომოვაჭრეებთან გაჩაღებულ ბრძოლას, რა დროსაც 12-დან 30 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  პირველად ისტორიაში - ესტონელი აკრობატი აზიიდან ევროპაში თოკით გადავიდა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი