„უმნიშვნელოვანესია „ბორჯომის“ ახალი პროექტის სოციალური ეფექტი – 600-მდე დასაქმებული ადგილობრივი ნიშნავს სტაბილურ შემოსავალს ამდენივე ოჯახისთვის და კეთილდღეობისა და განვითარების ახალ პერსპექტივას მთელი რეგიონისთვის“-ირაკლი კობახიძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

უმნიშვნელოვანესია „ბორჯომის“ ახალი პროექტის სოციალური ეფექტი – 600-მდე დასაქმებული ადგილობრივი ნიშნავს სტაბილურ შემოსავალს ამდენივე ოჯახისთვის და, ამავდროულად, კეთილდღეობისა და განვითარების ახალ პერსპექტივას მთელი რეგიონისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ბორჯომის“ ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, სწორედ, მსგავსი ეროვნული წარმოების განვითარებას.

„ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სწორედ ასეთი ეროვნული წარმოების განვითარებას, რომელიც ქმნის დოვლათს ქვეყნის შიგნით და საქართველოს უმკვიდრებს მაღალი ხარისხის მწარმოებელი ქვეყნის რეპუტაციას მსოფლიოს მასშტაბით. მადლობას ვუხდი კომპანიის ხელმძღვანელობას, თითოეულ ინვესტორსა და თანამშრომელს ამ ეროვნული მნიშვნელობის საქმის წამოწყებისა და წარმატებით განხორციელებისთვის. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ წარმატებებს ქართული სახელის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრების საქმეში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „უმნიშვნელოვანესია „ბორჯომის“ ახალი პროექტის სოციალური ეფექტი – 600-მდე დასაქმებული ადგილობრივი ნიშნავს სტაბილურ შემოსავალს ამდენივე ოჯახისთვის და კეთილდღეობისა და განვითარების ახალ პერსპექტივას მთელი რეგიონისთვის“-ირაკლი კობახიძე. 12 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/უმნიშვნელოვანესია-ბორ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi