„ამ პროექტისთვის გაღებული 120-მილიონიანი ინვესტიცია უმსხვილესია, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში განხორციელებულა – ყვიბისში, 48 000 კვადრატულ მეტრზე „ბორჯომის“ საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა გაიხსნა“-პრემიერი

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ „ბორჯომის“ მინერალური წყლის წარმოების ისტორიაში ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ეტაპის დაწყებას, სულ რაღაც ორი წლის წინ დაწყებული სამუშაოების შედეგად, აქ, ყვიბისში, 48 000 კვადრატულ მეტრზე საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა გაიხსნა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბორჯომის ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, ოთხი ულტრათანამედროვე ჩამომსხმელი ხაზის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 750 მილიონი ბოთლია, 2030 წლისთვის კი – მილიარდს მიაღწევს.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ „ბორჯომის“ მინერალური წყლის წარმოების ისტორიაში ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ეტაპის დაწყებას. სულ რაღაც ორი წლის წინ დაწყებული სამუშაოების შედეგად, აქ, ყვიბისში, 48 000 კვადრატულ მეტრზე საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა გაიხსნა. მინდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ოთხი ულტრათანამედროვე ჩამომსხმელი ხაზის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 750 მილიონი ბოთლია, 2030 წლისთვის კი – მილიარდს მიაღწევს.

ამ პროექტისთვის გაღებული 120-მილიონიანი ინვესტიცია უმსხვილესია, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში განხორციელებულა”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ბორჯომი“ საქართველოს სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოში.

„ბორჯომი“ არა მხოლოდ ისტორიულად პირველი, დარგის ლიდერი მინერალური წყლის კომპანიაა საქართველოში, იგი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოში. აქ, ამ საწარმოში, „ბორჯომის“ 135-წლიანი ისტორია ხვდება მომავლის ტექნოლოგიებს და წარმოების თანამედროვე ევროპულ კულტურას; ქარხანა აგებულია ენერგოეფექტური მასალებით, ხოლო წარმოების თითოეული ეტაპი უმაღლეს საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებს შეესაბამება. ეს არის ხიდი ჩვენს უნიკალურ მემკვიდრეობასა და პასუხისმგებლიან, მდგრად მომავალს შორის.

მისასალმებელია, რომ კომპანია მიღწეულზე არ ჩერდება და მომხმარებელს სთავაზობს ისეთ ინოვაციურ პროდუქტებს, როგორიცაა „ბორჯომის“ ლიმონათი თუ წყლის ახალი ხაზები. ეს, ახალ ტექნოლოგიებთან ერთად, ხელს უწყობს კომპანიის ამბიციური სტრატეგიული ხედვის განხორციელებას – დაიმკვიდროს თავი ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზეც.

ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია პროექტის სოციალური ეფექტი. 600-მდე დასაქმებული ადგილობრივი ნიშნავს სტაბილურ შემოსავალს ამდენივე ოჯახისთვის და, ამავდროულად, კეთილდღეობისა და განვითარების ახალ პერსპექტივას მთელი რეგიონისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ამ პროექტისთვის გაღებული 120-მილიონიანი ინვესტიცია უმსხვილესია, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში განხორციელებულა – ყვიბისში, 48 000 კვადრატულ მეტრზე „ბორჯომის“ საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა გაიხსნა“-პრემიერი. 12 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ამ-პროექტისთვის-გაღებულ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T20:42:01+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi