თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 620 მლნ დოლარი დაჯდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2026 წლიდან ეტაპობრივად დაიწყება, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასრულდა.

ინფორმაციისთვის, თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის გზის) საპროექტო სიგრძე დაახლოებით, 51 კილომეტრია. პროექტი სულ 4 ლოტად არის დაყოფილი. აქედან პირველ ორ ლოტზე, კერძოდ, წიწამური-ავჭალისა (ლოტი 2) და ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვა იგეგმება.

რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, თბილისის შემოვლითი გზის 51 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა სავარაუდოდ, 620 მლნ დოლარი დაჯდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოცემულია პროექტის შესახებ მომზადებული გეგმასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 620 მლნ დოლარი დაჯდება. 14 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-შემოვლითი-გზის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi