ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამაცივარში ჟანგიანი თაროები, ჭუჭყიანი კონტეინერები, ბინძური ღუმელი, გაურეცხავი ჩვრები და აბლაბუდები აღმოჩნდა

მაცივარში ჟანგიანი თაროები, ჭუჭყიანი კონტეინერები, ბინძური ღუმელი, გაურეცხავი ჩვრები და აბლაბუდები აღმოჩნდა

ხაჭაპურის ქვეყანაში საცხობები დიდი დატვირთვით მუშაობს. სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტებს მომხმარებლის სიმრავლის პრინციპით ირჩევს. სწორედ ამიტომ, შემოწმება ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საცხობში დაიწყეს.

ვიდრე საცხობში უფლებამოსილი პირი მივიდა, ინსპექტორებმა შემოწმება დაიწყეს. დოკუმენტაციის მიღებამდე, ორგანო-ლეპტიკურად საეჭვოდ მოეჩვენათ სახაჭაპურე ყველი. ინსპექტორმა ყველის საბუთი მოითხოვა, რომელიც ობიექტს არ აღმოაჩნდა. ამ საცხობში გაურკვეველი წარმომავლობის ყველს იყენებენ და შეუძლებელია მისი ვადების დადგენაც.

მენეჯერს არც ლორის ეტიკეტი ჰქონდა და არც პასუხი რეცხვა-დეზინფექციის დეტალებზე.

მწერები საცხობში მრავლად იყო, ბუზები კედლებზე, ჭერზე და საცხობ მაგიდაზე კი, ასევე საკვებ პროდუქტთან შეხებაში იყენებენ სამშენებლო ინვენტარს.

კონკრეტულ ობიექტზე გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა – მაგალითად, ჭურჭელს, რომელსაც საცხობად იყენებენ, ასუფთავებენ ცოცხით და ჭუჭყიანი ღრუბლით. ამ და სხვა დარღვევების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საცხობს საწარმოო პრაქტიკა შეუჩერა და დახურა.

შემოწმდა კიდევ უფრო პოპულარული და ქსელური საცხობი – “ევრო კონდიტერი”. სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები ერთი შეხედვით ორგანიზებული ობიექტის შიდა სივრცეში ბევრი აღმოჩნდა. აქ, ინსპექტირების პარალელურად, თანამშრომელმა გასაყიდ დახლზე განათავსა ნამცხვარი, რომელზეც გამოყენებული პოლიეთილენის ნარჩენი ეგდო. შენიშვნა დაიმსახურეს საცხობი ჭურჭლის რეცხვასთან დაკავშირებითაც. ცხელი ზეტის აპარატიდან ცხიმი წვეთავდა… აქ ღვეზელი, ჩებურეკი და ფუნთუშა ცხვება. ინსპექტორებმა, დოკუმენტაციის შემოწმებისას, აღმოაჩინეს, რომ საცხობში ხაჭაპურისთვის ყველს არ იყენებს. გამოიკვეთა ეტიკეტის წესის დარღვევა, რადგან მომხმარებლებს არ აფრთხილებენ, რომ მათ მიერ შეძენილ ხაჭაპურში ყველი არ არის.

მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა “იმერლების საცხობშიც”. პირველ რიგში, დაუდგენელია ყველის ვადა და წარმომავლობა. მაცივარში ჟანგიანი თაროები, ჭუჭყიანი კონტეინერები, ბინძური ღუმელი, გაურეცხავი ჩვრები და აბლაბუდები აღმოჩნდა. ეს ვითარება ამ სივრცეში მომზადებული სურსათის უვნებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ანტისანიტარიაა საცხობ “საამურშიც” – ჭუჭყიანი ინვენტარი, დაუდგენელი ვარგისიანობის პროდუქცია და ეტიკეტირების წესის დარღვევა… რეესტრში გადამოწმებისას გაირკვა, რომ ამ ობიექტს სამეწარმეო საქმიანობის უფლებაც არ აქვს, ამიტომ ის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დახურა.

  “ბევრმა წყენამ და იმედგაცრუებამ ჩამოიარა ჩვენს შორის... თუმცა სიმართლე მინდა ვთქვა ღიად!” - რას წერს თორნიკე რიჟვაძის ყოფილი თანაგუნდელი ალეკო დავითაძე

სეს-მა მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, 11 ათასზე მეტი საზოგადოებრივი კვების ობიექტი შეამოწმა, მათ შორის – საცხობებიც. შემოწმებული 700 სახაჭაპურიდან დაჯარიმდა 150.

რჩევა მომხმარებელს: საკვები შეიძინოს ორგანოზებული ვაჭრობის ობიექტებში, ეჭვის შემთხვევაში, მოითხოვონ დოკუმენტები და გადაამოწმო ეტიკეტი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.